მესამე მსოფლიო

მესამე მსოფლიო
არსებობს ასეთი ცნება, რადგან ის არც მდიდარი და დემოკრატიული დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის პირველი მსოფლიოა და არც კომუნისტური ტირანიის საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის მეორე მსოფლიო. სახელმწიფოებს ამ რეგიონში სხვადასხვაგვარად იხსენიებენ: მესამე მსოფლიოს ქვეყნები, ნაკლებად განვითარებული ქვეყნები, ან განვითარებადი ქვეყნები. მაგრამ მკაცრი საზღვრების დადგენა შეუძლებელია და ყოველთვის არსებობს გამონაკლისები, თუმცა მისი ყველაზე დამახასიათებელი ნიშან-თვისება სიღარიბეა. თუმცა ამ შემთხვევაშიც არსებობს გამონაკლისები. ნავთობის მწარმოებელ ქუვეითსა და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებს სპარსეთის ყურეში ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვთ ერთ სულ მოსახლეზე, მაგრამ, ძირითადად, მესამე მსოფლიო ღარიბია და მრავალ ქვეყანაში წლიური ერთიანი შიდა პროდუქტი 1.000$-ზე ნაკლებია. ათჯერ ნაკლები, ვიდრე ინდუსტრიული დასავლეთ ევროპისა და ამერიკის მოქალაქეების საშუალო შემოსავალი. ზოგი მესამე მსოფლიოს განსაზღვრავს ტერიტორიად, სადაც მსოფლიოს არათეთრი მოსახლეობა ცხოვრობს, მაგრამ ლათინური ამერიკის, არაბული მსოფლიოს, ისრაელის, თურქეთისა და ირანის ნაწილი დასახლებულია თეთრკანიანი ხალხით, ასევე აზიელი ხალხი ცხოვრობს პირველ მსოფლიოში. ასე რომ, რასობრივი კლასიფიკაციაც არ არის გამართლებული. ერთი, რაც შეიძლება მთელ მესამე მსოფლიოზე ნათლად ითქვას, არის მათი პოლიტიკური არასტაბილურობა. მრავალმა მათგანმა გაიარა პოლიტიკური რეჟიმების ცვლა, რევოლუციები და სამხედრო გადატრიალებები და დღესაც იშვიათად მოიძებნება მესამე მსოფლიოში ნამდვილი დემოკრატია. ერთ-ერთი მკვლევარის აზრით ერთი აღსანიშნავი გამონაკლისია ინდოეთი. პაკისტანიც მეტნაკლებად წარმომადგენლობითია. მაგრამ ყველა ამ სახელმწიფოებში პოლიტიკური ინსტიტუტები ძალიან სუსტია და არ ძალუძთ შეინარჩუნონ ნებისმიერი სახის (სამოქალაქო თუ სამხედრო) ეფექტური მთავრობა. მესამე მსოფლიო არა მარტო ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც დასახვეწი და განსავითარებელია. როგორც აღვნიშნეთ, ზოგიერთი მკვლევარი მესამე მსოფლიოს განვითარებად არეს უწოდებს, მაგრამ რეალურად ყველა ქვეყანა არ არის განვითარების პროცესში. ზოგი მათგანი სტაგნაციას განიცდის, ზოგიც კი, მხოლოდ რეგრესის პროცესშია. მესამე მსოფლიოს ძირითად პრობლემად მაინც სიღარიბე რჩება. სიღარიბე შეიძლება დანახულ იქნას რამდენიმე თეორიული პერსპექტივიდან. საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარები არ თანხმდებიან ვერც ამ სიღარიბის მიზეზებზე და ვერც მისი დაძლევის გზებზე. ისინი ასევე ვერ თანხმდებიან ღარიბ და მდიდარ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობების ხასიათზე. მაგრამ ყველა აღიარებს, რომ სამხრეთის ქვეყნები უკიდურეს გაჭირვებაში არიან. გოლდსტაინის თქმით ეს სიღარიბე ძნელად მისახვედრია ჩრდილოეთ ამერიკისათვის. ეს არის უკიდურესი გაჭირვება, აქ არის შიმშილი და მისგან გამოწვეული სიკვდილი, ამას ჩვენ ვხედავთ სომალისა და სუდანის სურათებში და ეს უაღრესად შემაძრწუნებელია. მაგრამ ეს არ არის სიღარიბის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი. ხშირად შიმშილობის მიზეზი ომი ან გვალვაა, მაგრამ ხალხის დიდი ნაწილი, რომელიც იღუპება ღარიბ ქვეყნებში კი არ შიმშილობენ, არამედ ხშირად ისინი იღუპებიან სხვადასხვა დაავადებებისგან, რომლებიც გამოწვეულია უხარისხო საკვების მიღებით. უხარისხო საკვებით გაცილებით მეტი ხალხი იღუპება, ვიდრე სრული შიმშილით, მაგრამ ეს ნაკლებად დრამატულია, რადგან ისინი კვდებიან სხვადასხვა ადგილებში, სხვადასხვა გარემოებებში, სხვადასხვა დროს და არა ერთი და იმავე ადგილას თანაბარ პირობებში.
Source: ქადაგიძე ნინო. ჩრდილოეთი და სამხრეთი – მდიდრები და ღარიბები // ახალი აზრი №6 (12),–ოქტომბერი,–2003

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать курсовую

Полезное


Смотреть что такое "მესამე მსოფლიო" в других словарях:

  • ადამიანთა უფლებების მესამე თაობა — საერთაშორისო სამართალის მიმდინარეობა. რომელიც მიზნად ისახავდა ცალკეული სოციალური ჯგუფების სასიცოცხლო შესაძლებლობების გაფართოებას. „ადამიანთა უფლებების მესამე თაობის“ ყურადღების ცენტრში არიან ქალები. მსოფლიო თანამეგობრობა აღიარებს იმ ფაქტს, რომ… …   Georgian encyclopedia

  • გლობალიზაცია — • ტერმინი გლობალიზაცია ინგლისურ სიტყვა globe ს უკავშირდება, რაც დედამიწას, გლობუსს ნიშნავს, ხოლო global მსოფლიოს, გლობალურს. გლობალიზაციის ტერმინის გამოჩენა დაკავშირებულია ამერიკელი სოციოლოგის რ. რობერტსონის სახელთან, რომელმაც ის 1983 წელს… …   Georgian encyclopedia

  • კულტურული გლობალიზაცია — • მიზნად ისახავს რელიგიური, ეთნიკური, ეროვნული და კულტურული განსხვავებების წაშლას და ერთსახოვანი გლობალური კულტურის ფორმირებას. Source: კულტურათაშორისი კომუნიკაციები.№1, თბ, 2007 • დასავლური სამყაროს პირმშოა. გლობალური კულტურა და მასთან… …   Georgian encyclopedia

  • მარშალის გეგმა — • ევროპაში რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა ე.წ. „მარშალის გეგმის“ ფარგლებში, რომელსაც ეს სახელი აშშ ს მაშინდელი სახელმწიფო მდივნის ჯორჯ მარშალის პატივსაცემად დაერქვა. ოფიციალურად მას როგორც „ევროპის აღდგენის პროგრამას“ მოიხსენიებდნენ. მისი… …   Georgian encyclopedia

  • პანევროპული მოძრაობა — დააარსა 1923 წელს ავსტრიელმა რიხარდ კუდენხოვ კალერგიმ. 1926 წელს მან მოახერხა ერთად შეეკრიბა ევროპის სხვადასხვა გამოჩენილი პოლიტიკური ფიგურები პირველ პანევროპულ კონგრესზე ვენაში. აღნიშნულ კონგრესამდე, ევროპა, როგორც პოლიტიკური კონცეფცია, არ… …   Georgian encyclopedia

  • ანტიგლობალიზაციური მოძრაობა — გლობალიზაციის უარყოფითი შედეგებით შეშფოთებული სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი სექტორები აწყობენ მსოფლიო მოძრაობას რათა დაამკვიდრონ როგორც თავად უწოდებენ გლობალიზაციის ჰუმანიზაცია. ეს საერთაშორისო მოძრაობის საზოგადოება, რომელსაც „ანტი… …   Georgian encyclopedia

  • მოდერნიზაციის თეორიები — – დასავლური კულტურაში მოდერნიზაციის საფუძვლების ჩამოყალიბების სხვადასხვაგვარი ახსნა არსებობს. ვებერისეული ხედვა უპირატესობას იმ ფასეულობათა ხასიათში ხედავს, რომელიც მატერიალური სიკეთის დაგროვებასა და გაფართებაზეა ორიენტირებული. მეორე მიმართულება… …   Georgian encyclopedia

  • მასორეტული — თანამედროვე ებრაული ტრადიცია, რომლის მიხედვით, ძველი აღთქმა დაყოფილია 39 წიგნად. მათ აჯგუფებენ სამ ნაწილად. პირველს ეწოდება კანონი ანუ რჯული (თორა) და შეიცავს მოსეს ხუთწიგნეულს: დაბადება, გამოსვლა, ლევიანნი, რიცხვნი, მეორე რჯული. მეორე ნაწილს კი… …   Georgian encyclopedia

  • რასობრივი დისკრიმინაცია — • ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად საერთაშორისო კონვენციის მიხედვით ტერმინი ნიშნავს ნებისმიერ განსხვავებას, განსაკუთრებულობას, შეზღუდვას ან უპირატესობას, დაფუძნებულს რასაზე, ფერზე, ეროვნულ ან ეთნიკურ წარმოშობაზე, რომელიც მიზნად ისახავს გააუქმოს ან… …   Georgian encyclopedia

  • ალ-ქაიდა — ტერორისტული ორგანიზაცია. ორგანიზაციის ძირითად მიზანს შეადგენს პან ისლამური ხალიფატის დაარსება ისლამურ სამყაროში და შემდეგ მისი ექსპანსია მსოფლიო მასშტაბებით და ისლამურ სამყაროში ე.წ. ,,სვეტური” რეჟიმების დამხობა. ორგანიზაციის მთავარ მტრებად… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»